შეინახეთ მოგონებები სამუდამოდ

ვიდეო კასეტების გაციფრულება სახლიდან გაუსვლელად

უსაფრთხოდ გადავწერთ თქვენს კასეტებს ციფრულ ფორმატში, რათა თქვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მოგონებებს ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობაზე უყუროთ.

ფასები და შეკვეთა
ოჯახი უყურებს გაციფრულებულ მოგონებებს ლეპტოპში ვიდეო კასეტები
სანდო მომსახურება 1000-ზე მეტი კასეტა უკვე წარმატებით გავაციფრულეთ
სისწრაფე შეკვეთა მზადაა 1-3 სამუშაო დღეში
კომფორტი ფაილებს გიგზავნით ონლაინ გადმოსაწერი ბმულით

ვიდეო კასეტები, რომლებსაც ვაციფრულებთ

VHS კასეტის გაციფრულება

VHS

სტანდარტული კასეტა
VHS-C კასეტის გაციფრულება

VHS-C

კამერის პატარა კასეტა
Mini DV კასეტის გაციფრულება

MINI DV

ციფრული კამერის კასეტა
DVD დისკის გაციფრულება

DVD / CD

ოპტიკური დისკები

როგორ მუშაობს სერვისი?

4 მარტივი ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.

1. საკურიერო სერვისი

თბილისის მასშტაბით, კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.

2. გაციფრულება

თქვენს კასეტებს პროფესიონალური აპარატურით გადავწერთ თანამედროვე, ციფრულ ფორმატში.

3. ონლაინ მიწოდება

ᲒᲐᲪᲘᲤᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲒᲘᲒᲖᲐᲕᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘნ, გადმოსაწერი Cloud ᲚᲘᲜᲙᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ (ᲐᲠ ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲓᲘᲡᲙᲔᲑᲘ ᲐᲜ ᲤᲚᲔᲨᲙᲐ)

4. უკან დაბრუნება

გადაწერის დასრულების შემდეგ, თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი დაგიბრუნებთ სახლში.

კი მივიღე მადლობა ❤️ ❤️
ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემს მეგობრებსაც ვეტყვი თქვენზე
ძალიან კარგი მომსახურება გაქვთ და გმადლობთ, სიამოვნებით ვისარგებლებ მომავალშიც თქვენი მომსახურებით!
Didi madloba 🥰
ვაა გენაცვალეთ თქვენ, სულ მინდოდა დედაჩემის და მამაჩემის ქორწილის ყურება 😍
ვაიმეე, დიდი მადლობა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის 💗💗
უი რა კაიაა 💖 💖
დიდი მადლობა თქვენ ასე სწრაფი და მარტივი სერვისისთვის
ასე გვიან არ მეგონა თუ ნახავდით, ხვალისთვის ვიფიქრე. მადლობა ❤️
🩷 ასე მალე არც ველოდი, უღრმესი მადლობა !!!
🥹 როგორ გამახარეთ, ძალიან დიდი მადლობა🙏
უკარგესი სერვისი გაქვთ. სადაც კი მექნება შესაძლებლობა აუცილებლად გაგიწევთ რეკომენდაციას ❤️ მადლობა!
ძალიან დიდი მადლობა 😍 😍 😍
მადლობა ასეთ საქმეს რომ აკეთებთ,ისეთი ემოციური იყო ამ კადრების ნახვა
მივიღე კასეტები, მადლობა!
უღრმესი მადლობა 🤩
ჩემი მთელი ცხოვრებაა. ვინც მენატრება მანდ არის, დიდი მადლობა, ძალიან დიდი ❤️

დრო არ იცდის

ვიდეო კასეტების მაგნიტური ფირი დროთა განმავლობაში ზიანდება. ყოველი დღე ზრდის რისკს, რომ თქვენი უნიკალური მოგონებები სამუდამოდ წაიშალოს.

გარანტირებული ხარისხი

კასეტების გაციფრულებით თქვენს ჩანაწერებს სამუდამოდ იცავთ დაზიანებისა და დაკარგვისგან, რათა თქვენი ძვირფასი კადრები მაღალი ხარისხით და სრულყოფილად გაცოცხლდეს.

კომფორტი და გაზიარება

უყურეთ ძველ ჩანაწერებს ტელეფონში, კომპიუტერსა თუ ტელევიზორში. გაუზიარეთ ბავშვობის კადრები მეგობრებსა და ოჯახის წევრებს მარტივად.

🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.

🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)

⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.

სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, კასეტების რაოდენობის მიხედვით.

ვიდეოებს მიიღებთ უსაფრთხო ონლაინ ბმულით (Cloud), საიდანაც შეძლებთ ფაილების ჩამოტვირთვას.

გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით

გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.

VHS და VHS-C ფორმატის კასეტები

(PAL, SECAM, MESECAM)

  • გარჩევადობა: 640×480

  • ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)

  • აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps

 

MiniDV ფორმატის კასეტები

(PAL, NTSC)

  • გარჩევადობა: 768×576

  • ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)

  • აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps

 

HDV ჩანაწერები

  • გარჩევადობა: 1920×1080 

  • ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)

  • აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps

იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება) გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან,  საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.

VHS კასეტების გაციფრულება - Videoservice.ge
❤️ გადაარჩინეთ ძვირფასი მოგონებები

ნუ მისცემთ მოგონებებს
გაქრობის საშუალებას

რატომ არის აუცილებელი VHS კასეტების გაციფრულება დღესვე

თითქმის ყველა ოჯახის თაროზე, სადღაც ბნელ კუთხეში, მოიძებნება მტვრით დაფარული ძველი VHS კასეტები. ეს არ არის უბრალოდ პლასტმასის ნივთები — მათზე აღბეჭდილია ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი, განუმეორებელი წუთები.

დრო თქვენი მოგონებების წინააღმდეგ

დროის გავლენა თქვენს ვიდეოარქივზე.

რატომ ფუჭდება კასეტები?

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ,რომ ვიდეო ჩანაწერი სამუდამოდ არის დაცული, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. სპეციალისტების შეფასებით, კასეტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, იდეალურ პირობებშიც კი, მხოლოდ 15-დან 25 წლამდეა.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც ხდება ამ ვიდეოების გადარჩენა.

ვიდეოკასეტის ხარისხის კლება წლების მიხედვით

რა აზიანებს თქვენს კასეტებს?

წლების გასვლასთან ერთად, ლენტზე არსებული მაგნიტური ნაწილაკები სუსტდება, რაც იწვევს გამოსახულების ხარისხის დაქვეითებას, ფერების გახუნებას და ხმის დამახინჯებას (ე.წ. "შხუილს").

გაციფრულება — ერთადერთი გამოსავალი

ვიდეოების ციფრულ ფორმატში გადაყვანა საუკეთესო არჩევანია. გაეცანით პრაქტიკულ უპირატესობებს.

♾️

სამუდამო შენახვა

ციფრული ფაილი არ ძველდება. მისი ხარისხი წლების შემდეგაც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის.

📱

მარტივი წვდომა

უყურეთ პირდაპირ სმარტფონში, ლეპტოპსა თუ ტელევიზორში. გაუგზავნეთ ერთი კლიკით ნათესავებსა და მეგობრებს.

☁️

უსაფრთხოება

ფაილების შენახვა შესაძლებელია "ქლაუდზე", მყარ დისკსა თუ USB ფლეშკაზე, რაც სრულად გამორიცხავს მათ ფიზიკურ განადგურებას.

მიანდეთ პროფესიონალებს, იმოქმედეთ დღესვე!

ჩვენ ვიყენებთ სტუდიურ აღჭურვილობას საუკეთესო ხარისხის მისაღებად.

ფასები და შეკვეთა

გადაარჩინეთ თქვენი ოჯახის ისტორია სანამ გვიან არ არის.

Scroll to Top