ვიდეო კასეტების გაციფრულება
როგორ მუშაობს სერვისი?
4 მარტივი ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.
1. საკურიერო სერვისი
თბილისის მასშტაბით, კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.
2. გაციფრულება
თქვენს კასეტებს პროფესიონალური აპარატურით გადავწერთ თანამედროვე, ციფრულ ფორმატში.
3. ონლაინ მიწოდება
ᲒᲐᲪᲘᲤᲠᲣᲚᲔᲑᲣᲚ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲡ ᲒᲐᲛᲝᲒᲘᲒᲖᲐᲕᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘნ, გადმოსაწერი Cloud ᲚᲘᲜᲙᲘᲡ ᲛᲔᲨᲕᲔᲝᲑᲘᲗ (ᲐᲠ ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲓᲘᲡᲙᲔᲑᲘ ᲐᲜ ᲤᲚᲔᲨᲙᲐ)
4. უკან დაბრუნება
გადაწერის დასრულების შემდეგ, თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი დაგიბრუნებთ სახლში.
ვიდეო კასეტები, რომლებსაც ვაციფრულებთ
VHS-C
კამერის პატარა კასეტა
MINI DV
ციფრული კამერის კასეტა
DVD / CD
ოპტიკური დისკებიხშირად დასმული კითხვები:
რა ფორმატოს ვიდეო კასეტების გაციფრულებაა შესაძლებელი ?
ვიდეო კასეტები: VHS, MiniDV, VHS-C
დისკები: DVD/VideoCD
კასეტებს კურიერი წაიღებს?
🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.
🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)
⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.
რა დრო ჭირდება კასეტების გაციფრულებას?
სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, კასეტების რაოდენობის მიხედვით.
როგორ მივიღებ გაციფრულებულ ვიდეოებს?
ვიდეოებს მიიღებთ უსაფრთხო ონლაინ ბმულით (Cloud), საიდანაც შეძლებთ ფაილების ჩამოტვირთვას.
ანგარიშსწორება და გადახდის მეთოდი?
გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით
რა ხარისხში ხდება ვიდეოს გაციფრულება?
გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.
VHS და VHS-C ფორმატის კასეტები
(PAL, SECAM, MESECAM)
გარჩევადობა: 640×480
ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)
აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps
MiniDV ფორმატის კასეტები
(PAL, NTSC)
გარჩევადობა: 768×576
ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)
აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps
HDV ჩანაწერები
გარჩევადობა: 1920×1080
ვიდეო ფორმატი: MP4 (H.264)
აუდიო: AAC, 48 kHz, 128 kbps
გაუქმების და დაბრუნების პოლიტიკა?
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება) გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.
-
აღდგენა
დაზიანებული კასეტის შეკეთება
50,00 ₾ არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page -
გაციფრულება
ვიდეო კასეტების გაციფრულება
30,00 ₾ არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page


