დაზიანებული კასეტის შეკეთება
მომსახურება ითვალისწინებს ვიდეო კასეტის გატეხილი კორპუსის, გაწყვეტილი ფირის და სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას და გაციფრულებას.
ამ სერვისის შეკვეთამდე, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ, რომ შევაფასოთ ექვემდებარება თუ არა კასეტა შეკეთებას.
როგორ მუშაობს?
ტრანსპორტირება
კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და უსაფრთხოდ წამოიღებს თქვენს კასეტებს.
გაციფრულება
თქვენს კასეტებს გადავწერთ ციფრულ ფორმატში მაღალი ხარისხით.
გაგზავნა
გაციფრულებულ ვიდეოფაილებს გამოგიგზავნით ონლაინ — სწრაფად და მოსახერხებლად.
ხშირად დასმული კითხვები
რა ფორმატის ვიდეო კასეტებს ვაციფრულებთ
შესაძლებელია შემდეგი შემდეგი ფორმატის კასეტების გაციფრულება: VHS, MiniDV, VHS-C
სტანდარტი: PAL, SECAM, NTSC
ტრანსპორტირება და მიწოდება
თბილისის მასშტაბით, ჩვენი კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.
როგორ მივიღებ გაციფრულებულ ვიდეოებს?
თქვენ მიიღებთ ონლაინ ლინკს, საიდანაც გადმოწერთ ვიდეოებს. (ლინკი აქტიური იქნება 10 დღის განმავლობაში,ლინკზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ, გადმოწერის შემდეგ, ფაილები თქვენს კომპიუტერში შეინახება და ჩვენი სერვერიდან წაიშლება)
დამიბრუნებენ თუ არა კასეტებს?
დიახ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, კურიერი დაგიბრუნებთ კასეტებს.
როდის მოვა კურიერი?
ჩვენი კურიერი მოვა თქვენთან შეკვეთის დღესვე ან მომდევნო სამუშაო დღეს.
ერთი კასეტის გაციფრულების ფასია 30 ლარი.
10-ზე მეტი კასეტის შეკვეთისას მოქმედებს ფასდაკლება.
ინფორმაცია ფასების შესახებ სრულად იხილეთ – ფასები
რა დრო ჭირდება კასეტების გაციფრულებას
დამოკიდებულია კასეტების რაოდენობაზე. შეკვეთის გაფორმებიდან 1-დან 3-სამუშაო დღემდე ვადაში, თქვენ მიიღებთ კასეტის გაციფრულებულ ვერსიას
ანგარიშსწორება და გადახდის მეთოდი
გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით
გაუქმების და დაბრუნების პოლიტიკა
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება) გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.
ვიდეოს ტექნიკური პარამეტრები
VHS და VHS-C ფორმატის კასეტებიდან გაციფრულებული ვიდეოს პარამეტრები:
- გარჩევადობა: 640×480 (4:3) ან 640×360 (16:9)
- ფორმატი: H.264 , mp4
- აუდიო: AAC, 48kHZ, 128 kBit/წმ
Mini DV ფორმატის კასეტებიდან
HD გაფართოების ჩანაწერის შემთხვევაში:
- გარჩევადობა: 1920×1080 (16:9)
- ფორმატი: mp 4 – H.264
- აუდიო: AAC, 48kHZ, 128 kBit/წმ
SD გაფართოების ჩანაწერის შემთხვევაში:
- გარჩევადობა: 768×576 (4:3)
- ფორმატი: H.264 , mp4
- აუდიო: AAC, 48kHZ, 128 kBit/წმ
-
აღდგენა
დაზიანებული კასეტის შეკეთება
50,00 ₾ არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page -
გაციფრულება
ვიდეო კასეტების გაციფრულება
30,00 ₾ არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page


