ჩვენს შესახებ
VHS, MiniDV, VHS-C ვიდეო კასეტების გაციფრულების ონლაინ სერვისი
როგორ მუშაობს სერვისი?
4 მარტივი ნაბიჯი — სახლიდან გაუსვლელად.
-
1
საკურიერო სერვისი
კურიერი მოვა თქვენს მისამართზე და წამოიღებს კასეტებს.
-
2
გაციფრულება
კასეტებს პროფესიონალური აპარატურით გადავწერთ თანამედროვე ციფრულ ფორმატში (MP4).
-
3
ონლაინ მიწოდება
გაციფრულებულ ფაილებს გამოგიგზავნით ონლაინ, გადმოსაწერი (cloud) ბმულით. (არ გჭირდებათ დისკები ან ფლეშკა).
-
4
უკან დაბრუნება
თქვენს ორიგინალ კასეტებს ისევ კურიერი მოგიტანთ სახლში.
ფორმატები, რომლებსაც ვაციფრულებთ
ხშირად დასმული კითხვები
ვიდეო კასეტები: VHS, MiniDV, VHS-C
დისკები: DVD/VideoCD
არ იცით, რომელი ფორმატი გაქვთ? იხილეთ ფორმატის ამოცნობის გზამკვლევი.
ერთი ვიდეოკასეტის გაციფრულება 30 ლარი ღირს, ქრონომეტრაჟის მიუხედავად.
🏷️ რაოდენობრივი ფასდაკლება:
- 11–15 კასეტა: 27 ₾ (10%-იანი ფასდაკლება)
- 16 და მეტი კასეტა: 24 ₾ (20%-იანი ფასდაკლება)
🚚 კურიერი თქვენგან წამოიღებს და შემდეგ დაგიბრუნებთ კასეტებს.
🔁 წამოღება–დაბრუნების საფასურია: 15 ლარი (ქალაქის ცენტრალური უბნები)
⌛️ კურიერი შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს მოვა.
სტანდარტულად პროცესი გრძელდება 1–3 სამუშაო დღე, ჩასაბარებელი კასეტების რაოდენობის მიხედვით.
ყოველი კასეტიდან მიიღებთ ცალკე MP4 ფაილს, რომელიც ტელეფონზე, კომპიუტერსა და ტელევიზორზე იხსნება.
ფაილებს გიგზავნით Google Drive-ის უსაფრთხო ბმულით, საიდანაც მარტივად ჩამოტვირთავთ. ორიგინალ კასეტებს უცვლელად დაგიბრუნებთ.
გადახდა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით, უსაფრთხო გადახდის სისტემის გავლით.
გაციფრულება სრულდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხარისხით, ციფრულ MP4 ფორმატში, ორიგინალი კასეტის ტექნიკური მდგომარეობისა და ჩანაწერის თავისებურებების გათვალისწინებით.
VHS და VHS-C
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV
- გარჩევადობა: 720×576
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
MiniDV (HDV)
- გარჩევადობა: 1920×1080
- ვიდეო: MP4 (H.264)
- აუდიო: AAC, 48.000KHz
მაგნიტური ფირი დროთა განმავლობაში ზიანდება: ჩნდება ხმაური, ფერი ქრება, ზოგჯერ ფირი წყდება. რაც უფრო ადრე გააციფრულებთ, მით უკეთესი ხარისხით შეინახება ჩანაწერი.
ფიზიკურად დაზიანებულ კასეტას ჯერ შეკეთება სჭირდება.
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (კასეტის ტექნიკური გაუმართაობა, ჩანაწერის არ არსებობა, დაზიანებული ფირი ან სხვა მსგავსი გარემოება), გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან, საკურიერო მომსახურების ღირებულების გამოკლებით.
ნუ მისცემთ მოგონებებს
გაქრობის საშუალებას
რატომ არის აუცილებელი VHS კასეტების გაციფრულება დღესვე
თითქმის ყველა ოჯახის თაროზე, სადღაც ბნელ კუთხეში, მოიძებნება მტვრით დაფარული ძველი VHS კასეტები. ეს არ არის უბრალოდ პლასტმასის ნივთები — მათზე აღბეჭდილია ჩვენი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი, განუმეორებელი წუთები.
დრო თქვენი მოგონებების წინააღმდეგ
რატომ ფუჭდება კასეტები?
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიდეო ჩანაწერი სამუდამოდ არის დაცული, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. სპეციალისტების შეფასებით, კასეტის სიცოცხლის ხანგრძლივობა, იდეალურ პირობებშიც კი, მხოლოდ 15-დან 25 წლამდეა. უმეტესობა ჩვენგანის კასეტები კი უკვე ამ ზღვარს გასცდა.
რა აზიანებს თქვენს კასეტებს ფიზიკურად?
გაციფრულება — ერთადერთი გამოსავალი
ვიდეოების ციფრულ ფორმატში გადაყვანა საუკეთესო არჩევანია.
სამუდამო შენახვა
ციფრული ფაილი არ ძველდება. მისი ხარისხი წლების შემდეგაც ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის.
მარტივი წვდომა
უყურეთ პირდაპირ სმარტფონში, ლეპტოპსა თუ ტელევიზორში. გაუგზავნეთ ერთი კლიკით ნათესავებსა და მეგობრებს.
აბსოლუტური უსაფრთხოება
ფაილების შენახვა შესაძლებელია "ქლაუდზე" ან USB-ზე, რაც გამორიცხავს ფიზიკურ განადგურებას.
მიანდეთ პროფესიონალებს, იმოქმედეთ დღესვე!
ჩვენ ვიყენებთ სტუდიურ აღჭურვილობას საუკეთესო ხარისხის მისაღებად.
ფასები და შეკვეთაგადაარჩინეთ თქვენი ოჯახის ისტორია სანამ გვიან არ არის.