VHS ვიდეო კასეტა კურიერი თბილისში

VHS კასეტების გაციფრულება თბილისში

გადავწერთ თქვენს vhs ვიდეო კასეტებს თანამედროვე ციფრულ ფორმატში (mp4), სახლიდან გაუსვლელად, კურიერის მომსახურებით.

30₾ / კასეტა · კურიერი 15₾-დან · 1–3 სამუშაო დღე
VHS ვიდეო კასეტა

რა არის VHS ვიდეო კასეტის გაციფრულება?

vhs არის სტანდარტული დიდი ვიდეო კასეტა, რომელზეც წლების განმავლობაში ინახებოდა ოჯახური ქორწილები, დაბადების დღეები და ბავშვობის ძვირფასი კადრები.

დრო თქვენი მოგონებების წინააღმდეგ მუშაობს: წლების გასვლასთან ერთად მაგნიტური ლენტი განიცდის დეგრადაციას, ხუნდება ფერები და ზიანდება ხმა. ძველი ვიდეომაგნიტოფონები კი ხშირად ღეჭავს ან აზიანებს დასუსტებულ ფირს. გაციფრულება ერთადერთი გზაა ამ კადრების სამუდამოდ გადასარჩენად.

videoservice.ge გთავაზობთ სრულ სერვისს: კურიერი მოვა თქვენს მისამართზე, წაიღებს კასეტებს, პროფესიონალური აპარატურით გავაციფრულებთ და მზა ვიდეოებს გამოგიგზავნით ონლაინ google drive ბმულით.

დაზიანებული VHS კასეტა ვიდეომაგნიტოფონში
გაციფრულების პროცესი

როგორ მუშაობს სერვისი?

ჩვენ ვაციფრულებთ ვიდეო კასეტებს პროფესიონალური სტანდარტების დაცვით

1 ნაბიჯი 01

ონლაინ შეკვეთა

საიტზე ირჩევთ კასეტების რაოდენობას და უთითებთ მისამართს. შეკვეთის გაფორმებას სჭირდება მხოლოდ 1 წუთი.

2 ნაბიჯი 02

საკურიერო სერვისი

კურიერი მოვა თქვენს მისამართზე, წაიღებს კასეტებს და გაციფრულების დასრულების შემდეგ უკან მოგიტანთ (ცენტრალური უბნები 15₾-დან).

3 ნაბიჯი 03

პროფესიონალური გაციფრულება

კასეტებს სტუდიური აპარატურით გავაციფრულებთ თანამედროვე ციფრულ ფორმატში (mp4) — სწრაფი მომსახურება 1–3 სამუშაო დღეში (100% კონფიდენციალურობა).

4 ნაბიჯი 04

ონლაინ მიწოდება

მზა ვიდეოებს გამოგიგზავნით ონლაინ google drive ბმულით — მარტივად გადმოსაწერად სმარტფონზე, კომპიუტერსა და სმარტ ტელევიზორში.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

პასუხები ძირითად კითხვებზე VHS ვიდეო კასეტის გაციფრულების შესახებ

რა ღირს VHS კასეტის გაციფრულება?

გაციფრულების საფასურია 30₾ ერთ კასეტაზე (ქრონომეტრაჟის მიუხედავად). საკურიერო მომსახურება (ორივე გზა — წაღება და დაბრუნება): ცენტრალური უბნები 15₾-დან.

რა ფორმატში მივიღებ გაციფრულებულ ვიდეოს?

ვიდეოებს მიიღებთ უნივერსალურ mp4 ფორმატში. გამოგიგზავნით ონლაინ google drive ბმულით — მარტივად გადმოსაწერად (არ გჭირდებათ დისკები ან ფლეშკა).

რამდენი ხანი სჭირდება გაციფრულებას?

სწრაფი მომსახურება — სტანდარტული შეკვეთა მზადდება 1–3 სამუშაო დღეში.

ცუდად შენახული ან დაზიანებული კასეტის გაციფრულება თუ შეიძლება?

უმეტეს შემთხვევაში კი — ჩვენი აპარატურა მაქსიმალურად კითხულობს დასუსტებულ სიგნალსაც. თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია კასეტის გაციფრულება (დაზიანებული ფირი ან ცარიელი ჩანაწერი), გადაწერის საფასური დაგიბრუნდებათ უკან (გარდა საკურიეროსი).

ფორმატები:

შეუკვეთეთ კასეტების გაციფრულება ონლაინ

კურიერი მოვა თქვენს მისამართზე, წაიღებს კასეტებს და მზა ვიდეოებს მიიღებთ google drive ბმულით.

ფასი: 30₾ / კასეტა · კურიერი 15₾-დან
შეკვეთის გაფორმება
Scroll to Top
კასეტის ამომცნობი

როგორი ზომისაა თქვენი კასეტა?