მომსახურების წესები და პირობები
videoservice.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და videoservice.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას ან შეკვეთის გაფორმების დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება videoservice.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი.
ტერმინთა განმარტება წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
-
მომხმარებელი – 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს მიიღოს videoservice.ge-ზე განთავსებული მომსახურება.
-
მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
-
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
-
რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
-
ანგარიში – მომხმარებლის მიერ videoservice.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
რეგისტრაცია videoservice.ge-ზე მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია ან შეკვეთის ფორმის შევსება და ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მითითება:
-
სახელი და გვარი
-
მობილურის ნომერი
-
ელექტრონული ფოსტა
-
მისამართი
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
-
მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
-
იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
-
არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
-
არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
-
დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს;
-
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და videoservice.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და მომსახურების შეძენა მომხმარებლის მიერ მომსახურების მისაღებად საჭიროა საიტზე შეკვეთის ფორმის შევსება, რომელშიც საჭირო იქნება ინფორმაციის მითითება. videoservice.ge-ს მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ყველა მომსახურების ფასი საიტზე მოცემულია ეროვნულ ვალუტაში – ლარში (GEL).
მიწოდება (გაციფრულებული მასალის) მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე იგზავნება ვებ ლინკი დაცულ სერვერზე, საიდანაც მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს მისი ვიდეოკასეტის გაციფრულებული ასლი, ვიდეოფაილის სახით.
-
გადმოსაწერ ლინკზე წვდომა აქვს მხოლოდ მომხმარებელს, მისი მესამე პირისთვის გაზიარება დაუშვებელია.
-
ვიდეოფაილის გადმოსაწერი ლინკი აქტიურია მისი მომხმარებლისთვის ელ.ფოსტით გაგზავნიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ლინკი უქმდება და ვიდეოფაილი იშლება სერვერიდან სამუდამოდ.
საკურიერო მომსახურება მომხმარებლისგან ვიდეოკასეტების ტრანსპორტირება ხორციელდება შეკვეთის გადახდიდან მომდევნო სამუშაო დღის 21:00 საათამდე.
-
ვიდეოკასეტების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე.
-
საკურიერო მომსახურების ტარიფი დამოკიდებულია დისტანციაზე (დაშორებაზე) და შეადგენს 15, 20, 25 ან 35 ლარს. აღნიშნული ტარიფი ითვალისწინებს ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით (ვიდეოკასეტების წამოღება მომხმარებლის მისამართიდან და გაციფრულების შემდგომ იმავე მისამართზე დაბრუნება). ზუსტი ღირებულება ავტომატურად გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით.
-
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კონტრაქტორი საკურიერო კომპანია.
-
videoservice.ge საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის პერსონალური ხასიათის ინფორმაციას (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) აწვდის საკურიერო კომპანიას.
-
videoservice.ge-ს პასუხისმგებლობა სრულდება ვიდეოკასეტების საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს, დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო კომპანიაზე.
ხელშეკრულების მხარეები წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება შემსრულებელს — ი.მ. ალექსანდრე ჯაფარიძეს(საიდენტიფიკაციო კოდი: .01007011469, შემდგომში მოხსენიებული როგორც videoservice.ge) და მომხმარებელს შორის.
ანგარიშსწორების წესი ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, VISA ან Mastercard ბარათების, ასევე Apple Pay / Google Pay-ს მეშვეობით. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. videoservice.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდგომ მომხმარებელი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს.
თანხის დაბრუნების წესი (Refund Policy) იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზების გამო (მაგალითად: ვიდეოკასეტა დაზიანებულია, ფირი ცარიელია, ან სხვა ხელისშემშლელი გარემოებაა) შეუძლებელია გაციფრულების მომსახურების გაწევა, მომხმარებელს სრულად დაუბრუნდება გადახდილი თანხა (ასეთის დადგომიდან) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თანხის დაბრუნება არ ეხება საკურიერო მომსახურების გადახდილ ტარიფს (შეკვეთისას გამოთვლილი ტარიფი მინიმუმ 15, მაქსიმუმ 35 ლარი). მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე უკან დაუბრუნდება მხოლოდ გაციფრულების მომსახურებაში გადახდილი თანხა, ვინაიდან საკურიერო მომსახურება (ნივთის წამოღება) უკვე გაწეულად ითვლება. თანხა ბრუნდება იმავე საბანკო ბარათზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა videoservice.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე. videoservice.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები. videoservice.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების (ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების, საკურიერო კომპანიების) შეფერხებული მუშაობით.
დავების გადაწყვეტის წესი წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს.
საკონტაქტო ინფორმაცია ნებისმიერი კითხვის, პრეტენზიის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
-
ტელეფონის ნომერი: 551 09 03 17
-
ელექტრონული ფოსტა: info@videoservice.ge