კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მომხმარებელი, რომელიც videoservice.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალურ ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას videoservice.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს videoservice.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, videoservice.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს videoservice.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • videoservice.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“)

  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

  • მონაცემთა დამუშავება – ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.

  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.

  • მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.

  • მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.

  • პირდაპირი მარკეტინგი – ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.

თანხმობა videoservice.ge-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, videoservice.ge-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები videoservice.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

  • არსებობს მომხმარებლის თანხმობა.

  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა videoservice.ge-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

  • კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;

  • შეკვეთის და საკურიერო მომსახურების სრულყოფილად განხორციელება;

  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;

  • სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია და კანონიერი ინტერესების დაცვა.

მომხმარებლის უფლებამოსილება მომხმარებელს უფლება აქვს videoservice.ge-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება;

  • მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;

  • რა გზით შეგროვდა მონაცემები და ვისზე გაიცა იგი.

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში videoservice.ge ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია ან დამუშავდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა.

მომხმარებლის ვალდებულება მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით და ცვლილების შემთხვევაში განაახლოს იგი.

არასრულწლოვანი პირი თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, videoservice.ge უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მომსახურების გაწევისას.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს (მესამე მხარე) პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ კასეტების წამოღებასა და მიწოდებას. მათ გადაეცემათ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საკურიერო მომსახურების მიზნით. ასევე, ანგარიშსწორების პროცესში, მომხმარებლის მონაცემები მუშავდება პარტნიორი საგადახდო სისტემის (ბანკის) მიერ.

რა სახის მონაცემები მუშავდება შეკვეთის გაფორმებისას/რეგისტრაციისას მუშავდება: მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, სახელი და გვარი. პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის დაცულ გვერდზე. videoservice.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. ლოგ ფაილები და Cookies videoservice.ge იყენებს Cookies სტანდარტულ პროცედურებს მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. გენერირდება და გროვდება შემდეგი ანალიტიკური ინფორმაცია: IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, ბრაუზერი, ვიზიტის დრო და განხორციელებული ქმედებები. ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება.

უსაფრთხოება და შენახვის ვადა videoservice.ge მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით. ინფორმაცია ინახება კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

ცვლილებები და დამატებები შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • ტელეფონი: 551 09 03 17

  • ელექტრონული ფოსტა: info@videoservice.ge

Scroll to Top
ვიდეო კასეტის იდენტიფიკატორი

კასეტის ფორმატის ამომცნობი

იტვირთება...