რატომ უნდა გაციფრულდეს ვიდეოკასეტები

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ჩვენი მოგონებები სულ უფრო ხშირად ინახება სმარტფონებსა და კომპიუტერებში, მაგრამ უამრავ ოჯახს ჯერ კიდევ აქვს ძველი VHS,VHS-C, MiniDV ან კასეტები — სადაც ჩვენი ბავშვობა, ქორწილები, ნათლობები და სხვა ფასდაუდებელი მომენტები ჩაწერილია.

თუმცა დრო ამ მასალას არ ინდობს — და სწორედ ამიტომაა აუცილებელი მათი გაციფრულება.

ვიდეოკასეტები ფიზიკურად ზიანდება

კასეტებზე დროთა განმავლობაში ლენტი ზიანდება, მაგნიტური ფენა ქრება და გამოსახულება ნელ-ნელა ქრება.

ტემპერატურის ცვლილება, ტენიანობა ან უბრალო ხანგრძლივი შენახვაც კი საკმარისია, რომ ვიდეო სამუდამოდ დაიკარგოს.

გაციფრულებით კი შეგიძლიათ მათი უსაფრთხოდ შენახვა სამუდამოდ.

DVD / CD  დისკები აღარ არის საიმედო ფორმატი

ბევრს ჰგონია, რომ DVD-ზე ჩაწერა გაციფრულების ტოლია, მაგრამ რეალურად ეს დროებითი გამოსავალია.

DVD დისკებს აქვთ შეზღუდული სიცოცხლე (ხშირად მხოლოდ 5-10 წელი), ადვილად იკაწრება და თანამედროვე ლეპტოპების უმეტესობას უკვე აღარ აქვს დისკის წამკითხველი.

მოკლედ, DVD ფორმატი იგივე გზაზე დგას, სადაც VHS აღმოჩნდა წლების წინ — ნელ-ნელა ქრება.

MP4 — უნივერსალური და უსაფრთხო ფორმატი

ვიდეოს გაციფრულებისას საუკეთესო არჩევანია ციფრული ვიდეო ფაილი (MP4 ფორმატში), რადგან:

  • თავსებადია ყველა მოწყობილობასთან — ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი;

  • მარტივად ინახება ღრუბლოვან სერვისებზე (Google Drive, iCloud, Dropbox);

  • შესაძლებელია ბექაპების შექმნა და გაზიარება ოჯახთან ან მეგობრებთან;

  • სანახავად არ საჭიროებს დამატებით მოწყობილობებს.

 

ციფრული არქივი — თქვენი ოჯახის ისტორია მომავალ თაობებისთვის

გაციფრულებული ვიდეოფაილები შეგიძლიათ მარტივად დაალაგოთ, დაარქვათ თარიღები ან მოვლენები, მოამზადოთ ოჯახური ვიდეოკოლაჟები და გაუზიაროთ შვილებსა და შვილიშვილებს.

ეს არ არის უბრალოდ ფაილები — ეს თქვენი ოჯახის ისტორიაა, რომელიც მომავალ თაობებს დარჩებათ.

თუ გსურთ, რომ თქვენი მოგონებები არ დაიკარგოს , ნუ დაელოდებით ვიდეო კასეტებზე მათ გაქრობას.

გადაიყვანეთ თქვენი ოჯახური ვიდეო არქივი ციფრულ ფორმატში (MP4) — ეს არის ყველაზე გონივრული, თანამედროვე და უსაფრთხო გზა თქვენი ისტორიის შესანარჩუნებლად.

Scroll to Top
ვიდეო კასეტის იდენტიფიკატორი

კასეტის ფორმატის ამომცნობი

იტვირთება...